« ყველა ვაკანსია
 

შატო ბუერა

 
შატო ბუერა

„შატო ბუერა“, კახეთში, ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მდებარეობს. „შატო ბუერა“ ტურისტული ადგილია მოგზაურებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ღვინის წარმოების ქართული ტრადიციები. აქ, ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ „შატო ბუერა“-ს ღვინის მარანი და თავად ნახონ ღვინის დამზადების პროცესი. ასევე, დააგემოვნონ სახელგანთქმული ქართული ღვინო, უგემრიელესი კერძები და ადგილობრივი ბიო პროდუქტები.

 

„შატო ბუერა“ იდეალური სამუშაო ადგილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს და წარმართოს კარიერა სტუმართმოყვარეობის სფეროში. ჩვენ მომავალ გუნდის წევრებს ვთავაზობთ დინამიურ გარემოს, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, მეგობრულ გუნდს და მომხიბვლელ საკომპენსაციო პაკეტს.

 

გუნდის წევრები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით, კვებით, ტრანსპორებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.

 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე