« ყველა ვაკანსია
 

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

 
სადაზღვევო კომპანია ალდაგი "ალდაგი" არის პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას სადაზღვევო ბაზარზე. "ალდაგი" 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. "ალდაგში" შესაძლებელია ქონების, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა.

ალდაგში მუშაობის დაწყების შემთხვევაში თქვენ მოხვდებით საინტერესო და კოლეგიალურ ატმოსფეროში. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სამუშაო გარემოს სრულყოფაზე. თქვენ გექნებათ ურთიერთობა ცნობილ ბიზნეს კომპანიებთან, თქვენი ანაზღაურება იქნება სტაბილური და მზარდი, ყოველდღიური მუშაობის პროცესი კი აზარტული და სიურპრიზებით აღსავსე.
 
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე