Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 1 სექტემბერს "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნებია:

საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით განათლების ხარისხის შიდა მექანიზმების ფორმირების ხელშეწყობა, გარე მექანიზმების განხორციელება და მათ შემდგომ სრულყოფაზე ზრუნვა; საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათ მიმართ ნდობის ამაღლება; საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მინიჭებული კვალიფიკაციების დასაქმების ბაზართან კავშირის უზრუნველყოფა; მიღებული განათლების სწავლის შედეგების მნიშვნელობისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციებთან მათი შესაბამისობის შეფასება; ქართული ენის განვითარებისა და ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის დამკვიდრების ხელშეწყობა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.eqe.ge
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე