Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ათასწლეულის ფონდი

 
ათასწლეულის ფონდი

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ფონდი 2014-19 წლებში ახორციელებს პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.

"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.

კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო (STEM) განათლების ხარისხის გაძლიერებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას.

 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე