Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

სასტუმრო Costé

 
სასტუმრო Costé
ახლად გარემონტებულ და რეკონსტრირებულ სასტუმროს "Costé" (ყოფილი "ვარაზი") ახასიათებს თანამედროვე 4 ვარსკვლავიანი ქალაქის სასტუმროს ყველა უპირატესობა: ცენტრალური ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინტერიერი, უმაღლესი დონის მომსახურება და 60 კომფორტული ნომერი.

სასტუმრო "Costé" მდებარეობს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიასთან (Tbilisi Event Hall), 5 წუთის სავალზე რუსთაველის გამზირთან, ახლოს ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებთან, სავაჭრო და გასართობ წერტილებთან, რესტორნებთან და საოფისე დაწესებულებებთან.

სასტუმროს კომპლექსში ასევე შედის კაფე ევროპული და ქართული სამზარეულოთი, ლობი ბარი, ბიბლიოთეკა, საზაფხულო ტერასა, საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი.

სასტუმროს მისიაა შექმნას უმაღლესი დონის ქართული სასტუმრო ბრენდი, რომელშიც შეერწყმება სასტუმრო "ვარაზის" მემკვიდრეობა, ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციები და სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტები; სასტუმროში ჩამოსულ სტუმრებს დაახვედროს საოცრად მყუდრო და მშვიდი გარემო, თანამედროვე ინტერიერითა და მაღალი დონის მომსახურებით.
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე