Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

 
სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხმარებელს პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. მრავალპროფილიანი "ჯი-ემ-თი ჯგუფის" წევრი "სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები" საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ნატურალური წვენების წარმოების აღიარებული ლიდერია. დარგის უმსხვილესი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი, მოქნილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საიმედო და ავტორიტეტული პარტნიორები, აგრეთვე კეთილსინდისიერი ინვესტორები - ის უპირატესობებია, რაც უზრუნველყოფს "სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტებს"-ს წამყვანი პოზიციების შეუქცევადობას. პროდუქციის ხარისხის უფრო მეტად ასამაღლებლად, ინტენსიურად წარმოებს ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა-გაუმჯობესება და მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება. წლების განმავლობაში გეგმაზომიერი და მიზანდასახული მუშაობის შედეგად, "სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტებმა" საქართველოში საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sante.ge
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე