Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

 
ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მიზანი მოსწავლეების შესაძლებლობების აღმოჩენა, მათი გაღვივება და ახალგაზრდების წარმატებული მომავლისთვის მომზადებაა. ჩვენი მისია გაცილებით დიდია, ვიდრე სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლისათვის ბილეთის დაჯავშნა. ნიუტონის თავისუფალი სკოლა მოწოდებულია, ახალგაზრდებს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათთვის სწავლის პერიოდი ერთდროულად სავალდებულო, საინტერესო და კომფორტულ პროცესად იქცეს.

ჩვენი თვალთახედვით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ შემეცნების პროცესისგან სიამოვნება მიიღოს და სწავლა რუტინულ, ნაძალადევ პროცესად არ ექცეს. ნიუტონის თავისუფალი სკოლა ეფექტიანად და მოსწავლეებისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს ახალგაზრდების გამძაფრებულ ცნობისმოყვარეობას.

ჩვენ გვყავს პროფესიონალი, საღად მოაზროვნე მასწავლებლები, გვაქვს გონივრულად შედგენილი სასწავლო პროგრამა და უსაფრთხო გარემო - ეს ყველაფერი ჩვენი მიზნის მისაღწევი მთავარი საშუალებებია.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.newton.edu.ge

 
გადაიტანე Facebook-ზე