Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ქართული კრედიტი

 
ქართული კრედიტი


"ქართული კრედიტის" მისიაა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები მცირე მეწარმეებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენი ღირებულებებია:

1. პასუხისმგებლიანი დაკრედიტება: ოპერატიული და ხარისხიანი მომსახურებით, კონკურენტული პირობებითა და ინდივიდუალური მიდგომით ჩვენ ვზრდით მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების ხელმოსაწვდომობას და ხელს ვუწყობთ მათი კეთილდღეობის ზრდას.

2. პროფესიული ზრდა: კომპანიას მკაფიოდ ესმის, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური და მოტივირებული გუნდით. თანამშრომლების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ქართული კრედიტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რაც საბოლოოდ ხარისხიან მომსახურებას განაპირობებს.

3. სოციალური პასუხისმგებლობა: პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, გამჭვირვალობა და ინდივიდუალური მიდგომა სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი ინსტრუმენტებია. სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ბაზრისთვის ისეთი საფინანსო პროდუქტების მიწოდებას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ნაწილის ფინანსურ კეთილდღეობას.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://georgiancredit.ge/

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
რეზერვის მოლარე - კახეთი ვადა გასდის 2 დღეში რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი ქართული კრედიტი ქართული კრედიტი 05 მარტი 19 მარტი
გადაიტანე Facebook-ზე