Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

 
სამედიცინო ლაბორატორია სინევო

"სინევო" წარმოდგენილია 11 ქვეყანაში და ოპერირებს 83 ლაბორატორიული ქსელის მეშვეობით. აქ 12 მილიონზე მეტი პაციენტისთვის ხორციელდება 94 მილიონი ტესტი.

"სინევო" არის შვედური კერძო ჯანდაცვის ორგანიზაციის "Medicover" ჯგუფის წევრი და უზრუნველყოფს დიაგნოსტიკური ლაბორატორიული მომსახურების ყველაზე ფართო სპექტრს.

საქართველოში "სინევო" წარმოადგენილია 1 ლაბორატორიისა და 15 სისხლის ასაღები ცენტრისგან. "სინევო" სთავაზობს ფართო სპექტრის გამოკვლევებს, რომელიც 3000-ზე მეტ სხვადასხვა სამედიცინო ლაბორატორიულ ტესტს მოიცავს (მათ შორისაა რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკური), შემდეგი სპეციალიზაციით - ჰემატოლოგია, მიკრობიოლოგია, ბიოქიმია, ციტოლოგია და ჰისტოპათოლოგია და გენეტიკური ტესტები.

"სინევო" იღებს ვალდებულებას მეცნიერული სიზუსტის შენარჩუნების, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვის, პაციენტებზე მუდმივად ზრუნვისა და საუკეთესოსკენ სწრაფვისკენ. "სინევო" დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ამ ქმედებების განხორციელებით ხელს შეუწყობს უკეთესი მომავლის შექმნას საკუთარი მომხმარებლებისთვის.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.synevo.ge

 
გადაიტანე Facebook-ზე