Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

შარმ ტრეიდინგი

 
შარმ ტრეიდინგი

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად, ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე რეგიონული მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "შარმ ტრეიდინგი" გახდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Rexona, Axe, Dove, Clear, Sunsilk, Domestos, Lipton, Calve, Algida, Kalina, Persil, Perwoll, Palette, Schauma, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse Carlsberg, Tuborg, Baltika, Friso, და სხვა.

"შარმ ტრეიდინგ"-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000. ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომის მოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ გუნდური მუშაობა, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად. ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sharm.ge | https://www.facebook.com/SharmTradingDistributionCompaniesnewjob 

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
სტაჟირება - შერჩევის სპეციალისტი ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 08 აპრილი 08 მაისი
სავაჭრო წარმომადგენელი - თელავი რეგიონალური განცხადებები შარმ ტრეიდინგი 04 აპრილი 04 მაისი
გადამზიდი - თელავი რეგიონალური განცხადებები შარმ ტრეიდინგი 04 აპრილი 04 მაისი
C კატეგორიის გადამზიდი ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 03 აპრილი 03 მაისი
მერჩენდაიზერი ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 03 აპრილი 03 მაისი
ქოლგეითის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 03 აპრილი 03 მაისი
საწყობის თანამშრომელი ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 03 აპრილი 03 მაისი
სავაჭრო წარმომადგენელი ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 03 აპრილი 03 მაისი
გადამზიდი - ქუთაისი რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი შარმ ტრეიდინგი 26 მარტი 26 აპრილი
ინტერნაც. FMCG პროდუქც. მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი შარმ ტრეიდინგი 21 მარტი 21 აპრილი
გადაიტანე Facebook-ზე