Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

Pepsico

 
Pepsico

"პეპსიკო" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში, და მეორე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

კარიერული განვითარების შესაძლებლობები "პეპსიკოში":

"პეპსიკოს" კულტურა და მისი არსებობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქმნის ახალი შესაძლებლობების უსაზღვრო რესურსს იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი მომავალი და მუდმივად განვითარდეთ როგორც პროფესიონალი.

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

შემოგვიერთდი! გამოგზავნე რეზიუმე მიმდინარე ვაკანსიებზე და გახდი პროფესიონალი შენს სფეროში!

https://www.linkedin.com/company/pepsico bucca
https://www.instagram.com/pepsico_georgia/
https://www.facebook.com/PepsiCoGEO




 
გადაიტანე Facebook-ზე