იშბანკი საქართველო
სს "იშბანკი საქართველო" წარმოადგენს "თურქეთის იშბანკის" შვილობილ კომპანიას. "თურქეთის იშბანკი" (Türkiye İş Bankası Anonim Şirketi) უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელსაც 2020 წელს 96 წელი შეუსრულდა. ბანკს აქვს თურქეთის მასშტაბით, კერძო ბანკებს შორის, ფილიალების ყველაზე დიდი ქსელი, 22 საერთაშორისო ფილიალი, ორი წარმომადგენლობა (ჩინეთსა და ეგვიპტეში) და 3 შვილობილი ბანკი: საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში. "თურქეთის იშბანკი" საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა, როდესაც მისი ბათუმის ფილიალი გაიხსნა. 2015 წელს მოხდა ფილიალის რეორგანიზაცია, რის შედეგად შეიქმნა სს "იშბანკი საქართველო" და განაგრძო ფუნქციონირება, როგორც დამოუკიდებელმა ბანკმა. დღეს სს "იშბანკი საქართველო", თბილისსა და ბათუმში არსებული ფილიალების საშუალებით, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს სთავაზობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო არჩევანს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.isbank.ge |
დასახელება | მომწოდებელი | გამოქვეყნდა | ბოლო ვადა | ||
---|---|---|---|---|---|
ხაზინის და ფინანსურ ინსტიტუტე. ურთიერთ. ბექ ოფისის ოფიცერი | იშბანკი საქართველო | 12 აპრილი | 12 მაისი | ||
მომხმარებელთა წარმომადგენელი | იშბანკი საქართველო | 11 აპრილი | 11 მაისი | ||
საბანკო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი | იშბანკი საქართველო | 25 მარტი | 25 აპრილი |