დისტრიბუციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: Foodoliz
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
"ფუდოლიზი" პირველი კომპანიაა რომელიც საქართველოში აწარმოებს მაღალი ხარისხის მარილიან სასუსნავებს ყველის არომატით.

ჩვენი კომპანია ეძებს ადამიანს, რომელიც იქნება პროფესიონალი თავის საქმეში, მოტივირებული და მიზანდასახული დისტრიბუციის ოპერატორი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** ინიციატორი და აქტიური;
** მათემატიკური კუთხით აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინის უნარი;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მოვალეობები:

** პროდუქციის გადატვირთვაზე განცხადების მიღება;
** დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება გადატვირთვის შესახებ, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება კომპანიის ანგარიშგებისა და კომპანიის კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით;
** საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა;
** სავაჭრო წარმომადგენლებთან სისტემატიური კონტაქტის შედეგად მათი დროული მხარდაჭერა და შეკვეთების დამუშავების უზრუნველყოფა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში (ინიცირება, კორექტირება, გაუქმება, დაბრუნება);
** სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა მოთხოვნებისამებრ
** სტრუქტურული დანაყოფეფის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი (გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა)
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
** ხელფასი: ხელფასი დამოკიდებული იქნება დამოკიდებული მის ცოდნაზე და გამოცდილებაზე (500-დან 700 ლარამდე).

CV გამოაგზვნეთ ინგლისურ და ქართულ ენაზე, მისამართზე: hrfoodoliz@gmail.com. CV, რომელშიც არ იქნება მოცემული სურათი, არ იქნება განხილული!

მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://www.foodoliz.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე