გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალფა რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
სამშენებლო კომპანია "ალფა რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სიახლეები მისაღები და საინტერესოა, უყვარს ხალხთან ურთიერთობა და აქვს გაყიდვების აზარტი; ეფექტურად გამოხატავს იდეებს; ინფორმაციას გადმოსცემს ორგანიზებულად; უსმენს აქტიურად.

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** სერვის ცენტრში მოსული კლიენტისთვის მისთვის სასურველი პროექტის შერჩევა და პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** უკვე არსებული კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება მის მიერ შეძენილ ან შესაძენ ქონებაზე ტელეფონის საშუალებით;
** კლიენტის ინფორმაციის დამუშავება და შეყვანა ბაზაში;
** კლიენტისთვის ხელშეკრულების გაფორმება და საქმის ბოლომდე მიყვანა;
** კლიენტისთვის ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შემუშავება;
** ობიექტზე კლიენტის წაყვანა საჭიროებისამებრ;
** ყოველდღიური რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
** უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
** ენების ცოდნა: ქართული,ინგლისური და რუსული, მაღალ დონეზე;
** შედეგზე ორიენტირებულობა; (აზარტული)
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** კლიენტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის უნარი დამოუკიდებლად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: kesariasiradze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე