ანდერაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანდერაიტერი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს მარკეტინგული ანდერაიტერის ვაკანსიას ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო პოლიტიკის განსაზღვრა ქონებრივი და პასუხისმგებლობის დაზღვევის პროდუქტებისათვის
** სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების პირობების შემუშავება
** სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულების (ხელშეკრულება/პოლისი) მომზადებაში თანამონაწილეობა
** არასტანდარტული სადაზღვევო პროდუქტის მომზადება
** გადამზღვეველ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება
** არასტანდარტული სადაზღვევო პროდუქტის ვიზირება
** გადაზღვევის ბორდერის წარმოება და გადამზღვეველი ორგანიზაციისთვის მიწოდება
** სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება გადამზღვეველი ორგანიზაციისათვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანდერაიტერის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ფიზიკა, ფინანსების მიმართულებით)
** კარგი მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ექსელის მაღალ დონეზე ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (როგორც წერილობით, ისე ვერბალურად)
** სტატისტიკური სამუშაოების შესრულების უნარი და გამოცდილება

სამუშაო დღეები: ორშ. - პარ.

კომპანია უხრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/86? 2019 წლის 25 აპრილამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე