საფილტრაციოს ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფილტრაციოს ოპერატორი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას საფილტრაციოს ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესის კონტროლი;
** საფერმენტაციო და ჩამომსხმელი საამქროს ოპერატორებთან და ცვლის უფროსებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელობისგან მიწოდებული ინსტრუქციის/ რეცეპტურის ზუსტი დაცვა;
** ფარფასებში გაფილტრული ლუდის რაოდენობის კონტროლი;
** ინფორმაციის დროული მიწოდება სიპის ოპერატორისთვის გასარეცხი დანადგარების შესახებ;
** დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაცია და უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის მაქსიმალური დაცვა;
** დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება ** უშუალო ხელმძღვანელისთვის ან/და ტექნიკური სამსახურისთვის;
** სამუშაო პროცესში საამქროს დადგენილი ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
** შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა და კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭებათ წარმოების სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საფილტრაციოს ოპერატორი".

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე