რეგიონალური სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური სუპერვაიზერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს რეგიონალური სუპერვაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე იმერეთში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მუდმივი ზედამხედველობა;
** სავაჭრო ობიექტების მენეჯერებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაო მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებზე პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა, დამატებითი მოვალეობები.

მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "რეგიონალური სუპერვაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე