დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: ნოვა ფოსტა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისათვის.

დისპეტჩერის მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი
** რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების 100 % რეგისტრაცია RSG-ზე;
** პრობლემური გზავნილის ფიქსირება შესაბამის ფაილში/1 C პროგრამაში;
** გზავნილის მიღება-ჩაბარების (მისამართის დახურვა);
** გაცილების პროცესში მიღებული ინფორმაციის დროულად შეტანა საინფორმაციო სისტემაში;
** ინფორმაციის დროულად მიწოდება კლიენტებისთვის და კურიერებისთვის გზავნილების მიწოდების განხორციელებისას;
** ტვირთის მიღება-გაცემა და მათი სტატუსის კონტროლი უშუალოდ კურიერებისა და ექსპედიტორების მეშვეობით;
** კურიერებისა და ექსპედიტორების განრიგის კონტროლი და მომსახურე ავტო-მანქანების გარბენების დროული ამოწერა.
** გზავნილის დაბრუნების ექსპრეს-ზედდებულების საინფორმაციო სისტემაში ასახვა (ახდენს დაბრუნების მიზეზის შეტანას საინფორმაციო სისტემაში);
** გზავნილების მიტანა-წამოღება განრიგის თანახმად მაღალი ხარისხის მომსახურეობის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფ/ს აუცილებელი პირობა) შემდეგ მისამართზე: gvantsa.norakidze@np-int.com არაუგვიანეს 2019 წლის 25 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე