მიწოდების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში, ბათუმსა და სამტრედიაში (დროებითი).

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება
** ობიექტების ბრენდირებული მაცივრებით უზრუნველყოფა
** დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge (გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე