ადმინისტრატორი, მიმტანი, მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი, მიმტანი, მზარეული
მომწოდებელი: ზეთა კემპინგი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"ზეთა კემპინგი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მიმტანი

ძირითადი ფუნქციები:

** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ. 
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა.
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების  სასაუბრო დონეზე ცოდნა.

2. ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები: 

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს სისტემაში სტუმრის რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები: 

** სასურველია, შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა.

3. მზარეული

მოვალეობები:

** შესაბამისი პროდუქციით მარაგის შექმნა და კონტროლი
** სანიტარული წესების და ნორმების დაცვა
** რეცეპტის და კალკულაციის შექმნა
** კერძების მომზადება რეცეპტის და წესების დაცვით
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** გუნდის დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭებათ კულინარიული განათლების მქონე მზარეულებს;
** გუნდური მუშაობის უნარი, მართვა და კონტროლი;
** ზედმიწევნით ორგანიზებული და დისციპლინირებული.

"ზეთა კემპინგი" მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, სოფელ ჯუთაში.
სეზონი გრძელდება 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@zeta.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე