სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ამსერი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სასტუმრო "ამსერი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;

ძირითადი მოვალეობები:

** თანამედროვე გაყიდვების სტრატეგიის შექმნა ტურისტების მოზიდვის მიზნით;
** გაყიდვების არხების მართვა ყოველდღიურ რეჟიმში; ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, ორგანიზება, სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა;
** პოზიციონირების გამყარება ბაზარზე პირდაპირი და არაპირდაპირი გაყიდვების გზით; სასტუმროს დატვირთვის ზრდაზე ორიენტირება;
** მომხმარებლებისათვის ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება;
** მიმდინარე პროცესების მართვა და ოპერაციული საკითხების გადაწყვეტა გაყიდვების მიმართულებით;
** პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება "მოგება-მოგების" პრინციპით;
** წერილობითი რეპორტინგი ყოველი თვის ბოლოს;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
** ფასების რეგულირება ინდივიდუალური შეთავაზების დროს, ბაზრის მონიტორინგი;
** კორპორატიული შეკვეთების დროს კოორდინაცია სასტუმროს მენეჯერთან;
** გამართული გაყიდვების ჯაჭვის უზრუნველყოფა მომხმარებლიდან სასტუმრომდე, სასტუმროდან მომხმარებლამდე;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Booking, Expetia, Hostels და სხვ;

სამუშაო განაკვეთი: სრული კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად, შემდეგ მისამართზე: hotelamser@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე