Jobs.GE



დასახელება: ტექნიკის გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ქოლ-ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ

ქოლ-ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკის გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ – 16:00 სთ / 16:00 სთ – 22:00 სთ მონაცვლეობით
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ქოლ-ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება 300 ლარი (რეალური ფიქსირებული, გეგმის გარეშე)+%.
** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
** სატელეფონო გაყიდვების შესწავლა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი ელემენტარულ დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადის განხილვა;
** ჯგუფური გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: besttechnics2018@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი