Jobs.GE



დასახელება: მენეჯერი კორპორატიულ სექტორში
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული რეპორტიგის, ანალიზისა და დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიულ სექტორში.

ვაკანსიის კოდი: VC2773
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2018

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი
** ენები: ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** პრეზენტაციის ძლიერი უნარ-ჩვევების ქონა;
** პროექტის დაგეგმვის, რესურსების განაწილების და მართვის უნარი;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** ინიციატივიანობა
** სხვადასხვა ტიპის საქმიანობის ერთდროულად შესრულების უნარი;
** ცვლილებების მიმართ მოქნილობა;

სამუშაოს აღწერა

** შიდა, ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური რეპორტების უზრუნველყოფა;
** ეკონომიკის, ბაზრის პოტენციალის და ბიზნეს შედეგების ანალიზი, ბიზნესის გეგმების და ბიუჯეტის მომზადება; ფინანსებთან და ბიზნესთან კოორდინცია;
** ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება
** ანალიზის შედეგად რეკომენდაციების წარდგენა;
** საკრედიტო პროდუქტებზე ფასწარმოქმნის შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;
** შიდა და გარე მოხმარებისთვის კორპორატიული საბანკო ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება;
** სტრატეგიული პროექტების ორგანიზაცია და მართვა;
** კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** უშუალო ხელმძღვანელის განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების და/ან საბანკო სფეროში;
** საბანკო პროდუქტების, სერვისების, პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** Excel, PowerPoint, SQL, VBA მაღალ დონეზე ცოდნა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2773



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი