Jobs.GE



დასახელება: ნეიროქირურგი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ნეიროქირურგის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ.იაშვილის სახ.ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, ან 16 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
** ოპერაციების შესრულება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ნეიროქირურგის სერთიფიკატი
** სავალდებულოა ნეიროქირურგად არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივლისი, 2018.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/neiroqirurgi-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი