Jobs.GE



დასახელება: ყავის მომხალავი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ

აჭარა ჯგუფის ახალი წევრი, სასტუმრო "სტამბა" მაღალი სტანდარტის მომსახურებითა და ნომრებით სასტუმრო ინდუსტრიას ქართული სტუმართმოყვარეობის ახალ გამოცდილებას შემატებს. საბჭოთა ეპოქის სტამბის აღდგენილ შენობაში ხშირი სტუმრები იქნებიან ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლები. სტამბა იმეორებს მისი მოძმე სასტუმროების - Rooms Hotels - ხასიათს 21-ე საუკუნის დიზაინითა და თანამედროვე ინდუსტრიული ესთეტიკის ნარევით. სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლოკაცია, არქიტექტურა, მაღალი დონის სერვისი და სხვა უნიკალური თვისებები "სტამბას" Design Hotels-ის წევრად ხდის.

სასტუმრო "სტამბა" 2018 წელს გაიხსნება და ეძებს შესაბამის კანდიდატს ყავის მომხალავის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს ყავის მარცვლების ხარისხი;
** მოაცილოს ტენიანობა ყავის მარცვლებს;
** აწონოს ყავის მარცვლები და მოათავსოს ისინი ღუმელში;
** დააკვირდეს თერმომეტრს და აკონტროლოს საჭირო ტემპერატურა ღუმელში;
** შეადაროს ფერის შესაბამისობა მოხალვის დროსთან;
** გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა საჭირო ტრენინგს;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 13 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი