Jobs.GE



დასახელება: მზარეული - ყაზბეგი
მომწოდებელი: სასტუმრო Rooms ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ

"Adjara Group Hospitality" საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და უსწრაფესი ტემპით მზარდი ჰოლდინგი - კომპანიაა, რომელსაც მოწინავე პოზიცია უჭირავს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.

ამჟამად "Adjara Group Hospitality"-ის მფლობელობაში და მართვაში სამი სასტუმრო და ერთი ჰოსტელია: "Holiday Inn Tbilisi", "Rooms Hotel Tbilisi", "Rooms Hotel Kazbegi" და ჰოსტელი "Fabrika".

"Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია: სამზარეულოს აღმასრულებელი სუ შეფის მიმართ

სამუშაოს მიზანი: პასუხისმგებელია დაკავებული თანამდებობის შესაბამისი მოვალეობების შესრულებაზე და მასთან დაკავშირებული ყველა დავალების ხარისხიანად განხორციელებაზე.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** უნდა იყოს მეგობრული და კომუნიკაბელური, როგორც სტუმრებთან ასევე კოლეგებთან;
** უზრუნველყოს თანამშრომელთა ორგანიზებული მუშაობა მაღალი ხარისხის მისაღწევად;
** მოათავსოს პროდუქცია შესაბამის ადგილზე;
** დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** შეძლებისდაგვარად განახორციელოს სამზარეულოს თანამშრომლების მოტივირება;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 13 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი