Jobs.GE



დასახელება: სამეურნეო სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 12 იან / განახლდა: 12 იან / ბოლო ვადა: 30 იან

დასაქმების კომპანია " HR Partners" კონტრაქტორი კომპანიის სახელით აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამართული მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სწორ ექსპლუატაციაზე კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა.
** კომპანიის ოფისის/ადმინისტრაციული შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სამუშაო პროცესისათვის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ელექტრო, წყალგაყვანილობის, გათბობის და აშ. სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საჭირო რესურსების განსაზღვრა.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 30 იანვრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: hrpartners.vacancy@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი CV, გამოგზავნის შემთხვევაში, აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა შესაბამისი ვაკანსიების არსებობისას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი