Jobs.GE



დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 12 იან / განახლდა: 15 იან / ბოლო ვადა: 30 იან

დასაქმების კომპანია "HR Partners" კონტრაქტორი კომპანიის სახელით აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის (მშენებლობა) თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ტექნიკური პერსონალის მართვა
** წარმოების პროცესების და პროცედურების შემუშავება/დანერგვა/მართვა
** საწარმოში ტექნიკური უსაფრთხოების პროცესების და პროცედურების შემუშავება/მართვა
** ტექნიკური პერსონალის მოტივაციის სისტემის შემუშავება
** საჭიროების შემთხვევაში საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღებაში მონაწილეობის მიღება
** საწარმოში ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება
** საწარმოს მანქანა-დანადგარების სწორი და უსაფრთხო ექსპლოატაციის მონიტორინგი
** საწარმოს მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საწარმოს ხარისხის სტანდარტის შემუშავება/დანერგვა და უზრუნველყოფა
** წარმოების განვითარების დაგეგმარება და უზრუნველყოფა
** წარმოების პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მშენებლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების(მ.შ. Excel, Power Point) ცოდნა
** მოლაპარაკების უნარი
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 30 იანვრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: hrpartners.vacancy@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი CV, გამოგზავნის შემთხვევაში, აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა შესაბამისი ვაკანსიების არსებობისას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი