Jobs.GE



დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 17 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.biu-biu.ge | http://www.chirina.ge) აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო მოწყობილობათა მომსახურება საპასპორტო მონაცემების მიხედვით
** საჰაერო და საკაბელო ელექტრო გადამცემ ხაზებზე, საკომუტაციო აპარატებზე, მართვის ფარებზე, ძალოვან კარადებსა და სატრანსფორმატორო პუნქტებზე მომსახურეობის გაწევა
** ელექტრო ქსელის ინსტალაციის ნორმების, უსაფრთხოების ცოდნა.
** ელექტრო სქემების ცალხაზა დიაგრამების, ელ.მოწყობილოებების სქემატური აღნიშვნების ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტრო ინჟინერიის კუთხით
** ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ელექტრო უსაფრთხოების მინიმუმ III საკვალიფიკაციო ჯგუფი
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სასურველია
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 1 მარტამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი