Jobs.GE



დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 23 იან

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

თანამდებობის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ზოგადი აღწერა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე; ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის ანგარიშებს. ორგანიზაციის ონლაინ-გამოცემის სახით ქმნის აქტუალურ და ხარისხიან პროდუქტს ლბტ და ქალთა უფლებების შესახებ.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ორგანიზაციის მედია სტრატეგიის შემუშვებაში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის დაგეგმილი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, ოფიციალური მიმართვების, განცხადებების და პრესრელიზების მომზადება, გავრცელება და საზოგადოებისა და კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის მიწოდება
** პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, შეხვედრების ორგანიზება;
** ორგანიზაციის საჯარო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ჩატარებული ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღება, ფოტო/ვიდეო მასალის დაარქივება/ სისტემატიზაცია;
** ორგანიზაციის შესახებ სხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციების მოგროვება, დაარქივება და სისტემატიზაცია;
** ორგანიზაციის ვებ-გვერდებისა და სოციალური მედიის არხებისთვის (facebook/twitter) კონტენტის შექმნა, რესურსების მართვა და განვითარება;
** ვებ-გვერდისა და ორგანიზაციის სხვადასხვა სოციალური მედია არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციებისა რედაქტირება და კორექტურა;
ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციებისა და სხვა ბეჭდური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; გამომცემლობებთან და დიზაინერთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები /უნარები და კომპეტენცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით)
** ქართული ენის, სტილისტიკისა და გრამატიკის მაღალ დონეზე ცოდნა
** სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** სენსიტიურობა ქალთა და ლბტ საკითხების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პროაქტიულობა და კრეატიულობა
** საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და/ან ჟურნალისტიკის, სფეროებში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pm@women.ge | annagunia000@gmail.com; მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

** საკუთარი რეზიუმე (СV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ბმული (ან მითითება) ამ დრომდე გამოქვეყნებული ჟურნალისტური ან აკადემიური სტატიის შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 23 იანვარი, დღის 12:00 საათი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი