Jobs.GE



დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე - რუსთავი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ

შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის თანამდებობაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემური კომუნიკაცია კომპანიის კონტრაქტორებთან ინვოისებსა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლისათვის;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შექმნა და აღრიცხვა;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისურის ცოდნა;
** ინფო ბუღალტერში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** ენერგიული და მოტივირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: info@cs.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი