Jobs.GE



დასახელება: წარმოების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 5 იან / ბოლო ვადა: 31 იან

საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ინფორმაცია საწარმოზე: www.georgianbakers.com

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის განხრით სასურველია
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია: Word, Excel
** სურსათის უვნებლობის და კვების უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობის და სანორმატიო ბაზის ცოდნა აუცილებელია
** ძლიერი კომუნიკაციის ქონა და გუნდის მართვის უნარი.
** ინიციატივის გამოვლენა და სიახლეების ძიება აუცილებელი პირობაა.

მოვალეობები:

** საკადრო პოლიტიკის წარმართვა
** ცვლების კადრებით დაკომპლექტება და კონტროლი
** საწარმოო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
** საწარმოო პროცესში პროდუქციის ხარისხის კონტროლი (ორგანოლეპტიკა, მანქანა დანადგარების მაჩვენებლები, მზა პროდუქციის წონა, ნედლეულის სტანდარტი და ა.შ.)
** სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** მიკრობიოლოგიური და სხვა კვლევების კონტრაქტორ ლაბორატორიებში განხორციელება, პროდუქციის სერთიფიცირება.
** შიდა სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა (მომწოდებლები, ნედლეული, მზა პროდუქცია, კადრები)
** ახალი პროდუქტების შექმნაზე დავალებების მიღება და მათი მომზადების ტექნოლოგიური პროცესების გაწერა.
** პრეტენზიების და რისკების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სამუშაო განრიგი: 09:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 80% / დანამატი 20%.

გამოგვეხმარეთ ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული კადრები იდეებით!

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ან CV შემდეგ მისამართზე: vacancy@georgianbakers.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2017 წ.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი