პროცედურები და ტარიფები | კლიენტების რეკომენდაციები | რატომ ჯობს.გე | ჩვენი გარანტიები
გამოაქვეყნეთ თქვენი განცხადება ჩვენს საიტზე:
- მას იხილავს კომპიუტერის მცოდნე ათიათასობით კანდიდატი, რომელიც ჩვენს საიტზე შემოდის
- მას ელექტრონული ფოსტით მიიღებს ჩვენი ელექტრონული დაგზავნის 8,000+ აქტიური მომხმარებელი
- ჩვენ უზრუნველვყოფთ ფართომასშტაბიან ხილვადობას და გამოხმაურებას ოპტიმალურ ფასად.
სტანდარტული განცხადება
ჯობს.გე საიტზე და ელექტრონულ დაგზავნაზე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების ტარიფებია:
ერთი განცხადების გამოქვეყნება: 30 ლარი.
ვაკანსიის განცხადების შემთხვევაში ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 50 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 90 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 130 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 170 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 200 ლარი.
განცხადების განმეორებით განთავსება: 50% ფასდაკლება. მოცემული ფასდაკლება არ ეხება კომერციული მომსახურებების (ფასიანი ტრენინგების) შესახებ განცხადებებს.
განცხადების განმეორებით განთავსება შესაძლებელია თავდაპირველი განთავსებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. განცხადება განმეორებით განთავსდება მხოლოდ პირვანდელი სახით და არაუმეტეს 2 ჯერისა ერთი თვის განმავლობაში. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთ განმეორებით გამოქვეყნებაზე.
გრძელვადიანი მოხმარების გეგმა:
10 განცხადების განთავსება 1 წლის განმავლობაში: 15% ფასდაკლება.
15 განცხადების განთავსება 1 წლის განმავლობაში: 20% ფასდაკლება.
გრძელვადიანი მოხმარების გეგმის შეკვეთა და მისი საფასურის გადახდა უნდა მოხდეს წინასწარ. ეს გეგმა არ ვრცელდება კომერციული მომსახურებების (ფასიანი ტრენინგების) შესახებ განცხადებებზე. გრძელვადიანი მოხმარების გეგმის შეთავსება სხვა ფასდაკლებასთან დაუშვებელია.
ბავშვთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მომსახურება უფასოა. გამონაკლის შემთხვევას შეადგენს ვიპ-მომსახურებით სარგებლობა.
ფასდაკლება ადგილობრივი არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის და უფასო ტრეინინგების/სემინარების და სტიპენდიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე: 20%. ფასდაკლება არ ვრცელდება ვიპ-მომსახურებაზე.
ვიპ განცხადებები
თუ თქვენ გსურთ უზრუნველყოთ თქვენი განცხადების მაქსიმალური ხილვადობა, ისარგებლეთ ჩვენი ვიპ მომსახურებით:
- თქვენი განცხადება გამოქვეყნდება საიტის თავში მოთავსებულ და საგანგებოდ აღნიშნულ ვიპ ველში, სადაც მხოლოდ 5 განცხადების ადგილია.
- ელექტრონულ დაგზავნაზე თქვენი ვიპ განცხადება გამოქვეყნდება "subject"-ში საგანგებო "VIP" აღნიშვნით
- ვიპ კლიენტებს გამოეყოფათ დროებითი *@client.jobs.ge საფოსტო ყუთი შეუზღუდავი ტევადობით, ვებ-ინტერფეისით, ანტივირუსული დაცვით, ავტომოპასუხით, კორესპონდენციის გადამისამართების ფუნქციით, აშშ-ში მდებარე მეილ სერვერზე, კონფიდენციალობის სრული დაცვით.
- თქვენი განცხადება საიტის თავში დარჩება და მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობს.
- ჩვენი ელექტრონული დაგზავნის 8,000+ ხელისმომწერი მას საგანგებო "VIP" აღნიშვნით მიიღებს.
- *@client.jobs.ge საფოსტო ყუთის გამოყენება ბევრ ისეთ პრობლემას აგაცილებთ, როგორიცაა თქვენი საფოსტო მისამართის სპამერების ხელში მოხვედრა, შეზღუდული მოცულობის საფოსტო ყუთის გამო წერილების უკან დაბრუნება, ვირუსები და სხვა.
- თუ თქვენ განცხადების ანონიმურად გამოქვეყნება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ისეთი ანონიმური განცხადებების მიმართ, სადაც საკონტაქტოდ მითითებულია კერძო ელფოსტის მისამართი (Yahoo, Hotmail, Rambler და სხვა). ანონიმური განცხადების ვიპ ველში გამოქვეყნება კანდიდატებისთვის ნათელს გახდის, რომ თქვენი განცხადება სერიოზულია.
ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 90 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 130 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 170 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 210 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 250 ლარი.
ვიპ მომსახურებაზე რაიმე სხვა ფასდაკლება არ ვრცელდება.
ვიპ ველი განკუთვნილია მხოლოდ ვაკანსიის განცხადებებისთვის. ვიპ ველში განცხადებები ქვეყნდება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
ვიპ-განცხადება 7 დღით
- თქვენი განცხადება 7 დღით გამოჩნდება ვიპ-ველში. როგორც ცნობილია, განაცხადების უმრავლესობა განცხადების გამოქვეყნებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში შემოდის;
- 7 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენი განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში, სადაც დარჩება განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადის ამოწურვამდე;
- ვიპ-ველში ადგილის წინასწარ დაჯავშნისას, 7 დღიან ვიპ-განცხადებებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 70 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 110 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 150 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 190 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 230 ლარი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: 7 დღიანი პერიოდის ამოწურვისას განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში, სადაც იგი დაიკავებს გამოქვეყნების თარიღის შესაბამის ადგილს, ანუ ჩამონათვალის თავში არ მოექცევა.
ლოგოტიპიანი განცხადებები
თუ თქვენ გსურთ რომ თქვენი განცხადება საიტის პირველ გვერდზე არსებულ ჩამონათვალში გამოირჩეოდეს, მის გასწვრივ განათავსეთ თქვენი მინიატურული ლოგოტიპი. ეს თქვენს განცხადებას უფრო თვალშისაცემს გახდის და იგი უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. ლოგოტიპზე დაწკაპუნებით მომხმარებელი თქვენს ვებ-გვერდზე გადავა.
განათავსეთ თქვენი ლოგოტიპი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე მხოლოდ 20 ლარად. ეს ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელად ემატება მოქმედ ტარიფს. ამ ღირებულებაზე რაიმე ფასდაკლება არ ვრცელდება.
ლოგოტიპის ზომა უნდა იყოს 16x16 პიქს., და იგი მოწოდებული უნდა იყოს GIF ფორმატში. გთხოვთ ასევე სურვილისამებრ მიუთითოთ გადასასვლელი ვებ-გვერდის მისამართი.
ბანერის განთავსება
განათავსეთ თქვენი ბანერი ჩვენ საიტზე და წარუდგინეთ თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება ინტერნეტის ასიათასობით მომხმარებელს. ჩვენ საიტს იყენებს მომხმარებელთა ფართო სპექტრი - დაწყებული სტუდენტებით და დამთავრებული მაღალანაზღაურებადი პროფესიონალებით. ჩვენი მოქნილი მომსახურება ეფექტური სარეკლამო კამპანიის წარმართვაში დაგეხმარებათ.
ჩვენი მიდგომა:
ჩვენ ვყიდით ჩვენებებს. როდესაც ერთი მომხმარებელი ჩვენი საიტის ერთ გვერდზე ნახულობს ერთ ბანერს, ეს ითვლება ერთ ჩვენებად. იმ დროის განმავლობაში, როდესაც მომხმარებელი იმყოფება ერთ კონკრეტულ გვერდზე, იტრიალებს მხოლოდ ერთი ბანერი და ჩაითვლება მხოლოდ ერთი ჩვენება. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გადავა ჩვენი საიტის სხვა გვერდზე და ნახავს მორიგ ბანერს, ეს ჩაითვლება მორიგ ჩვენებად. ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებლები ჩვენ საიტზე 100,000-ზე მეტ გვერდს ნახულობენ, ჩვენ ასიათასობით ჩვენებებს ვყიდით.
გამოიყენეთ თქვენ მიერ შეძენილი ჩვენებები თქვენი შეხედულებისამებრ: დაიწყეთ აგრესიული სარეკლამო კამპანიით, მოგვიანებით შეცვალეთ კამპანიის ტემპი, დააწესეთ შეზღუდვა ყოველდღიურად გასახარჯ ჩვენებებზე, დროებით შეაჩერეთ და მოგვიანებით განაახლეთ თქვენი სარეკლამო კამპანია, განათავსეთ იმდენი ბანერი, რამდენიც გსურთ, და გამოცვალეთ თქვენი ბანერი იმდენჯერ, რამდენჯერაც გსურთ - ჩვენ მხოლოდ თქვენ მიერ გახარჯულ ჩვენებებს დავითვლით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვამზადებთ ბანერებს. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ან კერძო დიზაინერი. SWF/Flash ბანერის დამზადებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მასში ჩადებული ბმული ახალ გვერდზე უნდა იხსნებოდეს.
ჩვენს ვებ-გვერდზე შესაძლებელია ორი სახის ბანერის განთავსება:
1. დიდი ჰორიზონტალური ბანერი:
** ზომა პიქსელებში: 468x60
** ფაილის ზომა: არაუმეტეს 40 კბ
** ფაილის ფორმატი: GIF, JPG, SWF/Flash
ღირებულება: 2 ლარი ყოველ 1,000 ჩვენებაზე (მიუხედავად შეკვეთის მოცულობისა).
ფასდაკლება არაკომერციული ორგანიზაციების არაკომერციული ბანერების ჩვენებაზე: 15%.
2. პატარა კვადრატული ბანერი:
** ზომა პიქსელებში: 125x125
** ფაილის ზომა: არაუმეტეს 30 კბ
** ფაილის ფორმატი: GIF, JPG, SWF/Flash
ღირებულება: 1.70 ლარი ყოველ 1,000 ჩვენებაზე (მიუხედავად შეკვეთის მოცულობისა).
ფასდაკლება არაკომერციული ორგანიზაციების არაკომერციული ბანერების ჩვენებაზე: 15%.
განცხადების გამოქვეყნება
თუ განცხადების გამოქვეყნება გსურთ, ელფოსტით გამოგზავნეთ იგი მისამართზე: publish@jobs.ge.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩავასწოროთ მცირე გრამატიკული შეცდომები და შეცვალოთ ტექსტის ფორმატი მისი კითხვადობის გაუმჯობესების მიზნით. ყველა შემოსული განცხადება გამოქვეყნდება ჩვენი საიტის ერთიანი ფორმატის შესაბამისად. გამონაკლისები არ დაიშვება.
ჩვენს საიტზე არსებული ელექტრონული კონტაქტის ფორმის მეშვეობით შემოსული განცხადებების სიზუსტე გადამოწმდება გამომგზავნთან. თუ გამომგზავნი არ უპასუხებს თხოვნას ამ გზით შემოსული განცხადების გადამოწმების შესახებ, განცხადება არ გამოქვეყნდება.
ჩვენ არ ვაქვეყნებთ ქსელური მარკეტინგის კომპანიების მიერ მოწოდებულ განცხადებებს. ჩვენ ასევე უფლებას ვიტოვებთ მომსახურებაზე უარი ვუთხრათ კომპანიებს, რომლებიც სისტემატურად არღვევენ თანასწორუფლებიანი დასაქმების სტანდარტებს ან/და ჩაბმულნი არიან არალეგალურ საქმიანობაში.
განცხადებები, რომლებშიც არ არის მითითებული განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა, ავტომატურად გამოქვეყნდება ერთი თვის ვადით.
დამქირავებელი, რომელსაც სურს განცხადებაში არ მიუთითოს საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს ცალკე. კონფიდენციალობა მკაცრად იქნება დაცული.
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით ჩვენი კომპანიის ანგარიშზე:
თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი
კოდი: 220101830
ანგარიშის #: GE23TB0600000107467123
მიმღები: შპს "ჯობს.გე"
ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდია 205035282.
ანგარიშსწორება ხდება კლიენტის მიერ შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. გამონაკლისები განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
^ გვერდის დასაწყისში