კითხვა-პასუხი



ამ გვერდზე თავი მოვუყარეთ ჩვენს საიტთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და მათ პასუხებს.
  • შესაძლებელია თუ არა თქვენ საიტზე ბანერის განთავსება?
    ეს არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის! საბანერო რეკლამა თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმოჩენის ეფექტური საშუალებაა. გაეცანით სრულ ინფორმაციას ჩვენი სარეკლამო მომსახურების შესახებ: http://www.jobs.ge/banner
  • თუ ყველა ვაკანსიაზე გავაგზავნი ჩემ განაცხადს, გაზრდის თუ არა ეს ჩემი დასაქმების შანსს?
    არა. პირიქით - ეს თქვენი დასაქმების შანსს შეამცირებს. საქმე ისაა, რომ ყოველი ვაკანსიის გამოცხადებისას, დამსაქმებელი ორგანიზაცია ასობით განაცხადს იღებს, და მათი უმრავლესობა გამოგზავნილია არაკვალიფიციური კანდიდატების მიერ. როდესაც კანდიდატი განაცხადს აგზავნის იმ ვაკანსიაზე, რომლის მოთხოვნებსაც იგი არ პასუხობს, ეს გამაღიზიანებელი და არაპროფესიონალურია. თუ თქვენ მუდმივად აცხადებთ პრეტენზიას იმ თანამდებობებზე, რომლისთვის საჭირო განათლებას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს არ ფლობთ, დიდია იმის შანსი რომ დამსაქმებელი ორგანიზაცია არ დაგიკავშირდებათ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას თქვენი შესაფერისი ვაკანსია ექნება - უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენი სახელის გაგონებაც არ სურს. გასაგებია, რომ ძალიან გჭირდებათ ახალი სამსახური, მაგრამ გთხოვთ პატივი სცეთ თქვენი პოტენციური დამქირავებლის ინტერესებს და ისინიც პატივისცემით მოეკიდებიან თქვენ პროფესიონალიზმს.
  • არაერთხელ შევიტანე განაცხადი ვაკანსიაზე, მაგრამ გასაუბრებაზე არავინ მიწვევს. რა ხდება?
    ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: 1. თქვენ განაცხადი შეგაქვთ იმ ვაკანსიებზე, რომელთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ; 2. თქვენ კარგი კანდიდატი ხართ, მაგრამ თქვენი რეზიუმე ამას კარგად ვერ ასახავს. მექანიკურ და გრამატიკულ შეცდომებს და თქვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას გასაუბრებაზე მიწვევის შანსები ნულამდე დაჰყავს; 3. კონკურენცია სასტიკია - თქვენ კარგი კანდიდატი ხართ, მაგრამ სხვა კანდიდატი უკეთესია.

    მოკლედ, ჩვენი რჩევა ასეთი იქნება: დაიცავით თამაშის წესები და კვლავ სცადეთ.
  • რატომ არის ზოგიერთი განცხადება მხოლოდ ინგლისურ ენაზე?
    ჩვენ გაგებით ვეკიდებით დამქირავებელთა გარკვეული ნაწილის სურვილს, რომ ვაკანსიის განცხადებები მხოლოდ ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნონ, ვინაიდან მათ სურთ მხოლოდ ინგლისურენოვანი კანდიდატების მოზიდვა. ამგვარ შემთხვევებში საიტის ქართულ გვერდზე ქვეყნდება შეკვეცილი ინფორმაცია განცხადების შესახებ, ხოლო განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ინგლისურ გვერდზე.

    მეორის მხრივ, ჩვენი საიტის ორენოვანი სტრუქტურის შემოღების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ქართულენოვანი განცხადებების რიცხვი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ განცხადებების უმრავლესობა ორივე ენაზე გამოქვეყნდება.
  • ახორციელებს თუ არა ჯობს.გე დამქირავებლებისთვის კადრების შერჩევას?
    ჯობს.გე უბრალოდ ავრცელებს ვაკანსიის განცხადებებს, რომელთა საფუძველზე კანდიდატები განაცხადებს წარუდგენენ უშუალოდ დამქირავებლებს. კადრების შერჩევას აწარმოებს ჩვენი პარტნიორი კომპანია "ინსორსი": http://www.insource.ge
  • რატომ უნდა ვისარგებლო მაინცდამაინც თქვენი საიტით?
    ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ჯობს.გე არის ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მოქმედი ყველაზე ძველი და გამოცდილი, და ყველაზე ვრცელი და სანდო ვებ-რესურსი ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებებისთვის. ჩვენი საიტის ყველა უპირატესობის გასაცნობად იხილეთ გვერდი www.jobs.ge/whyjobsge და ასევე შეიტყვეთ თუ რას ამბობენ ჩვენი კლიენტები ჩვენი მომსახურების შესახებ ამ გვერდზე: www.jobs.ge/testimonials
  • ვინ მართავს ჯობს.გე-ს?
    ჯობს.გე საიტი და ელექტრონული დაგზავნა 1998 წელს შექმნა ლექსო ხუბულავამ. 2004 წელს მან დააფუძნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯობს.გე", რომელიც ამჟამად ფლობს და მართავს ამ ბიზნესს.
  • როგორ ეხმარება ჯობს.გე სამუშაოს მაძიებლებს?
    ჩვენი საიტის მუშაობის პრინციპი მარტივია: ჩვენ უშუალოდ დამქირავებლებისგან ვიღებთ ვაკანსიის განცხადებებს და უშუალოდ სამუშაოს მძებნელებს ვაწვდით მათ. კანდიდატების წარმატება დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე და პირად თვისებებზე.
  • რამდენმა ადამიანმა იპოვა სამუშაო თქვენი საიტის მეშვეობით?
    ჩვენ ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯობს.გე წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში, იმაზე მიანიშნებს რომ ჩვენ განვაგრძობთ ხალხის დასაქმებას.
  • მე ჩემი რეზიუმე გამოგიგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მომსვლია...
    ჩვენ არ ვიღებთ რეზიუმეებს კანდიდატებისგან, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას ვავრცელებთ. კანდიდატებმა უშუალოდ დამქირავებელს უნდა მიმართონ.
  • რატომ აქვეყნებს ზოგიერთი დამქირავებელი განცხადებას ანონიმურად?
    ზოგიერთი დამქირავებელი უფლებას იტოვებს ანონიმური დარჩეს. მათი თქმით, ეს კეთდება კონკურენტებისგან მოგზავნილი კანდიდატების თავიდან ასაცილებლად ან კონკრეტული კანდიდატებისთვის "საქმის ჩაწყობის" თხოვნების თავიდან ასაცილებლად. ყველა შემთხვევაში, ჩვენი კომპანია კონფიდენციალურად იცავს ანონიმური კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციას.
  • არის თუ არა ჯობს.გე-ზე გამოქვეყნებული განცხადებები ნამდვილი?
    დიახ, ვინაიდან მათმა მომწოდებლებმა მათ გამოქვეყნებაში ფული გადაიხადეს. ვადაგასული განცხადებები ავტომატურად იშლება.