« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი


კომპანია "შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. ეს იყო რთული პერიოდი საქართველოში. არასტაბილური პოლიტიკური და არაკონკურენტული ეკონომიკური გარემო, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზა თითქმის შეუძლებელს ხდიდა ლეგალური, თანამედროვე, ევროპული ტიპის კომპანიის ჩამოყალიბებას საქართველოში. "შარმ ტრეიდინგი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეს მოახერხა. მცირე რესურსების მიუხედავად, ახალგაზრდა და მონდომებულმა კოლექტივმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.

კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე რეგიონული მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "შარმ ტრეიდინგი" გახდა მსოფილიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Henkel, Schcwarzkopf & Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA და სხვა.

"შარმ ტრეიდინგ"-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000; ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sharm.ge | http://www.facebook.com/sharmtrading
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
სავაჭრო წარმომადგენელი Open in new window შარმ ტრეიდინგი 14 ნოემბერი 14 დეკემბერი
გადამზიდავი Open in new window შარმ ტრეიდინგი 8 ნოემბერი 8 დეკემბერი
მაცივრების ტექნიკოსი Open in new window შარმ ტრეიდინგი 3 ნოემბერი 3 დეკემბერი
სავაჭრო წარმომადგენელი Open in new window შარმ ტრეიდინგი 1 ნოემბერი 1 დეკემბერი