« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური


შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

გადასახადის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გადასახადების ადმინისტრირება; გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის მისიაა შემოსავლების ეფექტური ადმინისტრირებით, მეწარმეებისათვის საქმიანობის გამარტივება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა; გადამხდელების არალეგალური ბიზნესისგან დაცვისა და საქმიანობის წარმატებულად მართვაში დახმარება; საქართველოში არსებული კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა; მომხმარებელთათვის ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

შემოსავლების სამსახურის ხედვაა, გახდეს მომხმარებელზე ორიენტირებული, პროფესიონალი და გამჭვირვალე ბიზნეს-პარტნიორი.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.rs.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
სხვადასხვა - თბილისი, ქუთაისი Open in new window Located in a region of Georgia Salary შემოსავლების სამსახური 15 აგვისტო 24 აგვისტო
აუდიტის დეპარტამენტის უფროსი Open in new window Salary შემოსავლების სამსახური 14 აგვისტო 23 აგვისტო
სხვადასხვა - თბილისი, რეგიონები Open in new window Located in a region of Georgia Salary შემოსავლების სამსახური 8 აგვისტო 8 სექტემბერი