« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი


პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას ს.ს. "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).

პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია. 2011 წლის 31 მარტის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა დაახლოებით 452 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს მომსახურებით 340,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.procredit-holding.com | http://www.procreditbank.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა Open in new window პროკრედიტ ბანკი 1 ივნისი 1 ივლისი