« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
NB აკადემია

NB აკადემია


"NB" აკადემია 2010 წლიდან წარმოადგენს მრავალპროფილიან სასწავლო ცენტრს. ჩვენ გაგვაჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. თითოეული პროგრამა შემუშავებულია ისეთი მეთოდიკით, რომ მსმენელმა რაც შეიძლება მოკლე ხანში შეძლოს მეტი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რათა ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად ადვილად შეძლოს თავის დამკვიდრება შრომით ბაზარზე. ჩვენს მიერ მომზადებულია ასობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი. ჩვენი გუნდის გამოცდილება უკვე ათ წელს ითვლის და იგი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალი პრაქტიკოსი სპეციალისტებითა და ექსპერტებით.

ტრენინგ ცენტრში მოქმედებს ფასდაკლება სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის, ოჯახიდან სასწავლებლად მოსული ორი ან მეტი წევრის შემთხვევაში.

პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა, რის შემდეგაც მსმენელი იღებს გადაწყვეტილებას.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, სტაჟირების დამადასტურებელი ცნობა და სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისათვის.
წარმატებული მსმენელების რეზიუმეები გადაეგზავნება ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მოახდენენ, მათთვის სასურველი კადრების შერჩევას.

"NB" აკადემია გისურვებთ წარმატებას!

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.nbacademy.ge
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.