« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ეროვნული თავდაცვის აკადემია

ეროვნული თავდაცვის აკადემია


ეროვნული თავდაცვის აკადემია (ეთა) პირველი ქართული "იუნკერთა სკოლის" შთამომავალია, რომელიც დაარსდა 1919 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამხედრო სასწავლებლის დაარსება. სკოლა გაუქმდა 1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად.

"დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია" დაარსდა 1993 წლის 28 მაისს. აკადემიაში სწავლის ხანგრძლივობა 4 წელს შეადგენდა. 2005 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პერსონალის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე, აკადემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ოფიცერთა მომზადების კურსების ხანგრძლივობა 18 თვით განისაზღვრა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ამავდროულად, ეროვნული თავდაცვის აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ბოლონიის პროცესის წესების შესაბამისად.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.eta.mod.gov.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
თავდაცვის ანალიზის მიმართულ. ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი Open in new window ეროვნული თავდაცვის აკადემია 20 ივნისი 7 აგვისტო