« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ლოპოტა სპა რეზორტი

ლოპოტა სპა რეზორტი

"ლოპოტა რეზორტი" ქალაქ თბილისიდან 100 კილომეტრში არსებული დასასვენებელი კომპლექსია. ულამაზესი ტბა, არაჩვეულებრივი გარემო და ევროპული სტანდარტების კომფორტი საშუალებას აძლევს დამსვენებელს განიტვირთოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს.

"ლოპოტა რეზორტის" სარეკრეაციო ზონა მილიონ კვადრატულ მეტრს უტოლდება. ტბის გარშემო სასტუმროს 8 შენობა დგას. ჯამში კომპლექსს შეუძლია უმასპინძლოს 200-ზე მეტ სტუმარს. დამსვენებლებს ეძლევათ საშუალება იჯირითონ ცხენებზე, გაისეირნონ წყლისა და ხმელეთის ველოსიპედით, ითევზაონ, ითამაშონ ჩოგბურთი ან მინი გოლფი. მხოლოდ" ლოპოტა რეზორტი" გთავაზობთ ყველაზე მასშტაბურ საცურაო სივრცეს. 3 აუზი სხვადასხვა ასაკისა და ცურვის მოყვარულთათვის ჯამში 1200 კვადრატულ მეტრს უტოლდება. ახალი სასტუმროსა და აუზების გარდა კომპლექსს დაემატა 300 სტუმარზე გათვლილი რესტორანი, სადაც დამსვენებლებს უმასწინძლდებით ე.წ. "შვედური მაგიდით".

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.lopota.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
გრაფიკული დიზაინერი-ილუსტრატორი Open in new window ლოპოტა სპა რეზორტი 20 ოქტომბერი 20 ნოემბერი