« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ლივინგსტონი

ლივინგსტონი


"ლივინგსტონი" დამოუკიდებელი ციფრული კრეატიული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც თბილისში 2010 წელს დაარსდა. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებ-დიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებას, ბრენდინგს, სარეკლამო ანალიტიკას და სოციალურ მედიას. "ლივინგსტონი" ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოა კავკასიის რეგიონში და 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
"ლივინგსტონი" ემსახურება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზრის ბიზნეს ბრენდებს.

2014 წლის ოქტომბერში, სააგენტო "Google"-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში.

2016 წლის სექტემბერში, "ლივინგსტონი" საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს "Ad Black Sea" ფესტივალზე.

2015 წელს, "ლივინგსტონი" პირველი ქართული სარეკლამო სააგენტო გახდა, რომელმაც ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა "ლუდი 34"-ის ქეისის წარდგენით. შემდეგ წელს მან კვლავ ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა "ლუდი ოლდ აირიშ"-ის რეკლამისათვის.
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
გრაფიკული დიზაინერი Open in new window ლივინგსტონი 13 ივლისი 13 აგვისტო
PHP დეველოპერი Open in new window ლივინგსტონი 3 ივლისი 3 აგვისტო
ASP.NET/C# დეველოპერი Open in new window ლივინგსტონი 3 ივლისი 3 აგვისტო
Front-End დეველოპერი Open in new window ლივინგსტონი 3 ივლისი 3 აგვისტო