« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. მან თხოვნით მიმართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დახმარებოდა კონკურენტუნარიანი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ეკონომიკური სამაგისტრო პროგრამის დაარსებაში. 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის "ღია საზოგადოება" (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაარსდა ISET-ი. ISET-ის კურსდამთავრებულები მუშაობენ ანალიტიკურ თანამდებობებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებში და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჩიკაგოს, პენსილვანიის, ილინოისის, ბოსტონის (აშშ), ტულუზის (საფრანგეთი), და ლიუვანის (ბელგია) უნივერსიტეტები.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.iset.ge
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.