« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ჯეოსელი

ჯეოსელი


1996 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველი GSM ოპერატორი - "ჯეოსელი" დაარსდა, რომელმაც მოკლე ხანში, მთლიანად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. 1997 წლის 15 მარტს "ჯეოსელის" მეშვეობით საქართველოში განხორციელდა პირველი მობილური ზარი და მასთან ერთად, ყველამ იგრძნო გლობალური, პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი.

"ჯეოსელის" ამოქმედების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსალოდნელ რაოდენობას. დღეისათვის ჯეოსელის აბონენტთა რიცხვი 2 მილიონამდეა.

"ჯეოსელის" დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ "ჯეოსელის" აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 134 ქვეყანაში.

დაარსების დღიდან, "ჯეოსელი" მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://geocell.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მაღაზიის გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი Open in new window Expiring in less than 2 days Located in a region of Georgia ჯეოსელი 10 აპრილი 24 აპრილი