« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
Foodpanda

Foodpanda


დღეს-დღეობით "foodpanda" ერთ-ერთი ლიდერია საჭმლის ადგილზე მიტანის სერვისში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და წარმოდგენილია 45-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენს ვებ გვერდზე ხელმისაწვდომია ბევრი სხვადასხვა ტიპის რესტორანი. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ საჭმელი ადგილზე მიტანით 5-ზე მეტი სამზარეულოდან, იქნება ეს ქართული, ევროპული, აზიური თუ სხვა. "foodpanda"-ს მოსახერხებელი, სწრაფი და მარტივი სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების მოთხოვნებზე.

"foodpanda" გთავაზობთ 100-ზე მეტი რესტორნის მენიუს ონლაინ: პიცა, სუში, ხინკალი, პიტა, შაურმა, ბურგერები, სენდვიჩები და სხვა მრავალი გემრიელი საჭმელი ადგილზე მოტანით; მარტივი, სწრაფი და მოხერხებული შეკვეთა ინტერნეტის საშუალებით! "foodpanda"-ს მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეუკვეთონ სასურველი კერძები, როგორც ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია სმარტფონების შემდეგი ოპერაციული სისტემებისთვის: Android, iOS და Windows. შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი ადგილმდებარეობა და ჩვენი სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ იმ რესტორნების სიას, რომლებსაც აქვთ მიწოდება იმ კონკრეტულ უბანში.

"foodpanda"-ს ვებ გვერდზე გაკეთებული შეკვეთის მიწოდება ხდება ძალიან სწრაფად, 30-წუთიდან. საჭმლის გამოძახება შესაძლებელია ოფისში, სახლში ან ნებისმიერ სხვა თქვენთვის სასურველ ადგილას, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, მცხეთაში და რუსთავში.
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
კურიერი - ქუთაისი Open in new window Located in a region of Georgia Foodpanda 23 მაისი 23 ივნისი
კურიერი Open in new window Foodpanda 16 მაისი 16 ივნისი