« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
საბანკო სწავლების ცენტრი

საბანკო სწავლების ცენტრი


"საბანკო სწავლების ცენტრი" დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს წმინდა საბანკო პროფილის სპეციალიზირებულ სასწავლო ცენტრს. "საბანკო სწავლების ცენტრის" მიზანია საქართველოში საბანკო და საფინანსო სფეროს სპეციალისტთა მომზადებით საბანკო სისტემის საკადრო პოტენციალის გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმირების მხარდაჭერა.

ცენტრის მისიაა, გამოეხმაუროს საბანკო სექტორში არსებულ მოთხოვნებს, მოახდინოს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების  თანამშრომლების (ასევე ნებისმიერი პირის ვისაც სურს საბანკო დაწესებულებებში მუშაობის დაწყება ან  ფინანსური ცოდნის გაღრმავება) გადამზადება უახლესი სტანდარტების პროგრამებით, რომლებიც საქართველოს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებთან  არის აპრობირებული. 


საბანკო საქმის შემსწავლელი სასწავლო მოდულები (საბანკო საქმის კურსი, მოლარე-ოპერატორის კურსი, საცალო და ბიზნეს საკრედიტო ოფიცრის კურსი, ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, რისკების მართვა, საბანკო ეთიკა და მარკეტინგი) პროფესიული სტაჟირების პროგრამასთან ერთად, მთლიანად აპრობირებულია საბანკო დაწესებულებებში საბანკო კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ბანკებში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც სავალდებულოა ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად და შემდგომში თქვენი სწრაფი და ეფექტური ადაპტაციისათვის. 


სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.abg.org.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების სასერთ. კურსი + სტაჟირება Open in new window საბანკო სწავლების ცენტრი 17 მარტი 27 მარტი