დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ახალი საბანერო რეკლამის ადგილი
24 აპრ, 2009

ჩვენ გავითვალისწინეთ გაზრდილი მოთხოვნა საბანერო რეკლამაზე და მოხარულნი ვართ შემოგთავაზოთ ახალი საბანერო რეკლამის ადგილი ჩვენ საიტზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ახალ ადგილზე განთავსდება 125x125 ზომის კვადრატული ბანერები, რომლებიც აუცილებლად მიიპყრობენ საიტის მომხმარებელთა ყურადღებას. Flash/SWF, GIF, JPG, PNG - ჩვენ ყველა ფორმატს ვცნობთ.

ახალი საბანერო რეკლამის ადგილით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმავე პრინციპით, რომელიც გამოიყენება ჩვენი ტრადიციული 468x60 საბანერო ადგილის შემთხვევაში (სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.jobs.ge/services/#banner), იმ განსხვავებით, რომ 125x125 ბანერები მხოლოდ შიდა (განცხადებების) გვერდებზე გამოჩნდება. მცირე სხვაობაა საფასო პოლიტიკაშიც - სტანდარტული ფასი იქნება 1.70 ლარი ყოველ 1,000 ჩვენებაზე, მიუხედავად შეკვეთის მოცულობისა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გადაწყვეტთ ერთდღიანი მცირებიუჯეტიანი სარეკლამო კამპანიის გაშვებას, ფასი იგივე იქნება - 1.70 ლარი ყოველ 1,000 ჩვენებაზე.

www.jobs.ge წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ვებ-გვერდს საქართველოში. ჩვენ საიტს იყენებს მომხმარებელთა ფართო სპექტრი - დაწყებული სტუდენტებით და დამთავრებული მაღალანაზღაურებადი პროფესიონალებით. დარწმუნებისა და დანაპირების ნაცვლად ჩვენ გაძლევთ ღია სტატისტიკას და შთამბეჭდავ ციფრებს. Google Analytics-ის სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლები ჩვენ საიტზე დღეში 100,000-მდე გვერდს ნახულობენ.

საბანერო რეკლამის შესახებ სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.jobs.ge/services/#banner ან დაგვიკავშირდით ელფოსტით: 125@jobs.ge.


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე