დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



გამოხატეთ თქვენი პოზიცია ბანერის სახით და მიიღეთ 50% ფასდაკლება
28 იან, 2009

კიდევ ერთი შესანიშნავი შემოთავაზება ჯობს.გე-სგან: შექმენით და განათავსეთ არაკომერციული ბანერი, რომელიც გამოხატავს კეთილი საქმის, იდეისა თუ ფასეულობის მხარდაჭერას, და ჩვენ სანაცვლოდ მოგცემთ 50% ფასდაკლებას საბანერო რეკლამაზე.

რას ვგულისხმობთ:

ვთქვათ, თქვენ წარმოადგენთ კომპანიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ან სახელმწიფო დაწესებულებას. თქვენ აკეთებთ თქვენ საქმეს - ყიდით პროდუქტს/მომსახურებას, იცავთ ადამიანის უფლებებს ან ქმნით კანონებს. ამავე დროს, თქვენ მხარს უჭერთ ამა თუ იმ იდეასა თუ ფასეულობას - გარემოზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სოციალურ სამართლიანობას, კანონის პატივისცემას, თანასწორობას, გულისხმიერებას, სიკეთეს. გამოხატეთ თქვენი სათქმელი ბანერის სახით, დაამატეთ თქვენი ლოგოტიპი/დასახელება და ჩვენ მას 50% ფასდაკლებით განვათავსებთ - 1 ლარი ყოველ 1,000 ჩვენებაზე (საბანერო რეკლამის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.jobs.ge/services/#banner).

რას იღებთ თქვენ:

ჩვენ გაძლევთ შესანიშნავ ფასდაკლებას და პოზიციის გამოხატვის საშუალებას. ერთის მხრივ, ჩვენ თქვენი სახელით მოვახდენთ კეთილი საქმის, იდეის თუ ფასეულობის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, რეკლამას გაგიწევთ მისი მხარდაჭერისთვის. შეხედეთ ამას როგორც საზოგადოებრივი რეკლამის დაფინანსებას, იმ განსხვავებით, რომ ამ რეკლამას თქვენ ქმნით.

დაინტერესდით?

თუ გადაწყვიტეთ ამ შემოთავაზებით სარგებლობა, გთხოვთ, საწყის ეტაპზე დაგვიკავშირდეთ მისამართზე adforcause@jobs.ge და გაგვაცნოთ ის იდეა თუ ფასეულობა, რომლის მხარდაჭერაც გსურთ და ასევე, თქვენი მოსაზრებები ბანერის დიზაინის შესახებ. ჩვენი თანხმობის მიღების შემდეგ შეგიძლიათ ბანერი დაამზადებინოთ და გამოგზავნოთ იმავე მისამართზე. მოწოდებული ბანერი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს:

** ზომა პიქსელებში: 468x60
** ფაილის ზომა: არაუმეტეს 40 კბ
** ფაილის ფორმატი: GIF, JPG, SWF/Flash

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანერი უნდა იყოს არაკომერციული, არარელიგიური და არაპოლიტიკური შინაარსის, და არ უნდა უკავშირდებოდეს თქვენი ორგანიზაციის საქმიანობას. თქვენი ლოგოტიპი ან/და დასახელება უნდა იკავებდეს ბანერის არაუმეტეს 1/4-ისა.


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე