დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



www.jobs.ge "რა? სად? როდის?" სუპერფინალში
6 იან, 2009

პოპულარული ტელეგადაცემის რა? სად? როდის? სუპერფინალში, რომელიც 2009 წლის 2 იანვარს გაიმართა, დაისვა შეკითხვა, რომელზე გაცემული პასუხით ინტელექტუალებმა www.jobs.ge დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებ-გვერდად საქართველოში.

შეკითხვა ამგვარად ჟღერდა:

საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანია შეეცადა შეეზღუდა მისი თანამშრომლების მიერ ინტერნეტის არამიზნობრივი გამოყენება - კომპანიის მთავარ სერვერზე დაბლოკეს გასართობი და გაცნობის საიტები - Odnoklassniki, Facebook, Youtube და სხვა. ერთი კვირის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ გააანალიზა მისი თანამშრომლების ინტერნეტ-აქტიურობა და სასწრაფოდ მოხსნა დაწესებული შეზღუდვები. აღმოჩნდა, რომ იმ კვირის განმავლობაში, როდესაც შეზღუდვა მოქმედებდა, მომხმარებელთა ინტერნეტ-აქტიურობის, ანუ ტრაფიკის 3/4 მიმართული იყო ერთ პოპულარულ ქართულ ვებ-გვერდზე. რომელი იყო ეს ვებ-გვერდი?

ამ შეკითხვაზე ინტელექტუალებმა უპასუხეს - www.jobs.ge. ამით მათ პირველი ქულა მიიღეს სუპერფინალში, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა.


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე