დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ვიპ-განცხადება 7 დღით
14 ნოე, 2008

თუ თქვენ უკვე იცნობთ ჩვენ ვიპ-მომსახურებას და გიცდიათ მისი გამოყენება, ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ მომსახურებაზე არსებული მაღალი მოთხოვნისა და ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, ვიპ-განცხადების გამოქვეყნება არც თუ ისე ადვილია. ამასთანავე, ამ მომსახურების ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ახალ მომსახურებას - ვიპ-განცხადება 7 დღით, მხოლოდ 50 ლარად.
  • თქვენი განცხადება 7 დღით გამოჩნდება ვიპ-ველში. როგორც ცნობილია, განაცხადების უმრავლესობა განცხადების გამოქვეყნებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში შემოდის;
  • 7 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენი განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში, სადაც დარჩება განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადის ამოწურვამდე;
  • ვიპ-ველში ადგილის წინასწარ დაჯავშნისას, 7 დღიან ვიპ-განცხადებებს მიენიჭებათ უპირატესობა.
მოცემული ტარიფი (50 ლარი) ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 70 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 110 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 150 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 190 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 230 ლარი.

ვიპ-მომსახურების დეტალური აღწერისთვის იხილეთ: http://www.jobs.ge/services/#vip

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

7 დღიან ვიპ-განცხადებებს ელექტრონულ დაგზავნაზე მაღალი პრიორიტეტის სტატუსი არ მიენიჭებათ. 7 დღიანი პერიოდის ამოწურვისას განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში, სადაც იგი დაიკავებს გამოქვეყნების თარიღის შესაბამის ადგილს, ანუ ჩამონათვალის თავში არ მოექცევა.


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე