დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



2007 წლის 5 ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული ვაკანსია
15 მაი, 2008

ხშირად მეკითხებიან, თუ რომელი პროფესიაა დღეს ყველაზე საჭირო. ამ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, მე გადავწყვიტე პატარა კვლევა ჩამეტარებინა, რის შედეგადაც შევადგინე www.jobs.ge საიტზე 2007 წლის განმავლობაში 5 ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული ვაკანსიის ჩამონათვალი. ეს მონაცემები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალ კურსდამთავრებულთათვის და ასევე მათთვის, ვინც საქმიანობის სფეროს შეცვლას ან ახალი პროფესიის ათვისებას აპირებს.

ჩვენს საიტზე 2007 წელს გამოქვეყნებული 4,700 განცხადების სტატისტიკაზე დაყრდნობით, დამქირავებლების მოთხოვნა ვრცელდება შემდეგ პროფესიებზე:

No. 1: მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერები, მათ შორის დირექტორები, გენერალური მენეჯერები, თავმჯდომარეები, ფილიალების მენეჯერები, განყოფილების უფროსები და ა.შ.

No. 2: ფინანსების სპეციალისტები, მათ შორის (მთავარი) ბუღალტრები და ფინანსური დირექტორები/ოფიცერები/კონტროლიორები/კონსულტანტები/მენეჯერები.

No 3: საინფორმაციო ტექნოლოგიების/პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების/სისტემის/ქსელის ადმინისტრატორები/მენეჯერები და პროგრამისტები.

No. 4: სესხის/კრედიტის სპეციალისტები, მათ შორის სესხის/კრედიტის ადმინისტრატორები/ექსპერტები/ოფიცერები.

No 5: პროგრამის მართვის სპეციალისტები, მათ შორის პროგრამის/პროექტის მენეჯერები/ოფიცერები/კოორდინატორები.

იმედია, მოწოდებული ინფორმაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. წარმატებას გისურვებთ თქვენთვის სასურველი სამსახურის პოვნაში!


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე